Belive

სახელმწიფოს მიერ გადმოცემულ მილიონ ლარს ქველმოქმედებაში დავხარჯავ

1 თვის წინ სხვა
1 წთ

დღეს დაანონსდა, რომ სახელმწიფო ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს, ჯილდოს სახით, მილიონ-მილიონ ლარს გადასცემს. ამ თემასთან დაკავშირებით მერაბ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა.

გავიგე, რომ მე და ილია თოფურიას სახელმწიფო მილიონ ლარს გადმოგვცემს, რისთვისაც მადლობელი ვარ. ვაპირებ ჩემი ქველმოქმედება, რომელიც დაწყებული მქონდა, გავაგრძელო. საქართველოში გაიხსნება ჯიუ-ჯიცუს და ჭიდაობის დარბაზები, რათა ახალგაზრდობას ვარჯიშის საშუალება მიეცეს. ამ მილიონ ლარს სწორედ ამ საქმეს მოვახმარ - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

შეგახსენებეთ, რომ ჩემპიონობის შემდეგ, მერაბ დვალიშვილი საქართველოში პირველად ჩამოვიდა და რამდენიმე დღის განმავლობაში გულშემატკივრებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

სხვა სტატიები