"შენთან ბრძოლა ძალიან მინდა" - გურამ ქუთათელაძე პადი პიმბლეტს იწვევს
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
გურამ ქუთათელაძემ პადი პიმბლეტი გამოიწვია.
ინგლისელს ქართველებთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს. მისი და ილიას დაპირისპირების ვიდეო ყველას ბევრჯერ გვაქვს ნანახი. ეს ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც პიმბლეტმა საქართველოს და ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა.
ილია ახლა ჩემპიონია და პიმბლეტს ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ "მატადორს" შეხვდეს. პადის ისიც ურთულებს სიტუაციას, რომ ილია სხვა დივიზიონში იბრძვის. ქუთათელაძემ კი ამ "პრობლემისთვის" მარტივი გამოსავალი იპოვა.
პადი ვნახე ელოდები როდის ამოვა ილია მსუბუქ წონაში, რომ მასთან იბრძოლო. ეს არარეალურად ჟღერს. მოდი ყველაფერს რეალურად შევხედოთ. ჩვენ დაუსრულებელი საქმე გვაქვს, მე მსუბუქი წონის დივიზიონში ვარ და შენთან ბრძოლა ძალიან მინდა. მეტი მიზეზი არ გჭირდება და არ უნდა მოიცადო. UFC, მომიყვანეთ ეს ბიჭი გალიაში. - წერს გურამი საკუთარ X-ის გვერდზე
გურამმა ბოლო ბრძოლა 3 აგვისტოს ჩაატარა და Cage Warriors-ის ყოფილი ჩემპიონი ჯორდან ვუჩენიკი დაამარცხა.
რაც შეეხება პიმბლეტს, მან ბოლოს 28 ივლისს იბრძოლა და ბობი გრინი პირველ რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.