"შენს ყბას დავტესტავ" - ანკალაევი საჩემპიონო ბრძოლას უმიზნებს
11 თვის წინ
სხვა
1 წთ
გასულ უქმეებზე 2024 წლის პირველი UFC-ის საღამო გაიმართა. მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ჯონი უოკერი და მაგომედ ანკალაევი დაუპირისპირდნენ. ორთაბრძოლა ამ უკანასკნელის მეორე რაუნდის ნოკაუტით დასრულდა.
გამარჯვების შემდეგ, დაღესტნელმა მებრძოლმა ქვემძიმე წონის ჩემპიონი ალექს პერეირა გამოიწვია.
ისე მოვიქცევი როგორც ჯონისთან. არ ვიჭიდავებ. მხოლოდ კიკბოქსინგი. შენს ყბას დავტესტავ. მე ადესანიაზე მეტად მძულხარ. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. - წერს ანკალაევი საკუთარი X-ის გვერდზე
აღსანიშნავია, რომ თავად პერეირას ამ სიტყვებზე პასუხი არ გაუცია. თუმცა, უპასუხა მისმა მწვრთნელმა გლოვერ ტეიშეირამ. როგორც ჩანს ბრაზილიური მხარე ბრძოლისთვის მზად არის.
შესანიშნავი ნოკაუტი. მალე გნახავთ. - უპასუხა ტეიშეირამ
შეგახსენებთ, რომ ალექს პერეირამ ბოლოს საჩემპიონო ბრძოლა გამართა, სადაც ჟირი პროჰასკას დაუპირისპირდა. ბრაზილიელმა მებრძოლმა ჩეხი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ის ოქროს ქამარიც დაიბრუნა.