"ქუჩაში უკან რომც არ დაიხიოს რისი გაკეთება შეუძლია?" - შარა მაგომედოვი თოფურიაზე
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
Ushatayka-ს YouTube არხზე შარაბუდტინ მაგომედოვმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. შარა ქართველის მიმართ დიდი პატივისცემით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. ჟუნრნალისტის დასმულ კითხვაზე დაიხევდა თუ არა თოფურია ქუჩის ჩხუბში უკან, მაგომედოვმა ასეთი პასუხი გასცა:
თოფურიას ჩემი მწვრთნელის მსგავსი სტილი აქვს. იმ კომბინაციების, რომლითაც ილია ახლა ბრძოლებს იგებს, გაკეთება ჯერ კიდევ 14 წლისას მიყვარდა. ის ბევრს იხრება, დარტყმებს ტანში იწყებს და როცა მეტოქე ხელებს ჩამოუშვებს, საბოლოო გასროლა თავში მიდის.
ქუჩაში უკან რომც არ დაიხიოს რისი გაკეთება შეუძლია? ვნახე და ის ძალიან პატარაა. ხელი რომ დავადო მის მხრებს მთლიანად დავფარავ. - განაცხადა შარა მაგომედოვმა