Belive

"შემდეგი მე ვარ" - ცარუკიანი ისლამ მახაჩევს იწვევს

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 302-ის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს დასტინ პორიე და ისლამ მახაჩევი დაუპირისპირდნენ. მსუბუქი წონის საჩემპიონო ჩხუბმა მოლოდინები გაამართლა. 5-რაუნდიანი ბრძოლის ბედი ბოლო მეხუთედში მახაჩევმა გადაწყვიტა. კავკასიელმა "ბრილიანტი" მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და ტიტულიც წარმატებით დაიცვა.

მახაჩევს გამარჯვება არმან ცარუკიანმა მიულოცა და იქვე ბრძოლაშიც გამოიწვია.

გილოცავ ისლამ! სხვა დივიზიონში გაქცევას არ ეცადო. ნამდვილი მსუბუქწონოსანის წინააღმდეგ ტიტული ჯერ არ დაგიცავს. შემდეგი მე ვარ. - წერს არმან ცარუკიანი

შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანმა თავისი უკანასკნელი ბრძოლა UFC 300-ზე ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართა. სომეხმა მოწინააღმდეგე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და მსუბუქი წონის ნომერ პირველი კონტენდერი გახდა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ოლივეირას დამარცხების შემდეგ, ოქტაგონიდან გამოსულ არმანს ისლამთან ბრძოლა შესთავაზეს. თუმცა, ცარუკიანს ბრძოლის თარიღი არ აწყობდა, რადგან აღსადგენად დრო არ ჰყოფნიდა.

არმანი და ისალი UFC-ში აქამდეც შეხვედრილან. ეს ბრძოლა 2019 წელს გაიმართა და მახაჩევის გამარჯვებით დასრულდა.

სხვა სტატიები