შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ - ულანბატორში 6 ძიუდოისტით ვიასპარეზებთ
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ძიუდო ულანბატორის გრანდ სლემით ბრუნდება.
25-27 უვნისს, მონღოლეთის დედაქალაქ ულანბატორში, ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 6 სპორტსმენით წარდგება და შანსი ახალგაზრდა ძიუდოისტებს მიეცემათ.
შემადგენლობა
73 კგ - გიორგი ლოლაძე, მათე ბერუაშვილი
81 კგ - კოტე კაპანაძე, ალექსანდრე ლოლაძე
90 კგ - ნიკოლოზ დავლაძე
+100 კგ - საბა ქარდავა.
ზემოთ ჩამოთვლილი სპორტსმენებიდან ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრია. ისინი 20-21 წლის ბიჭები არიან, რომლებსაც კარიერაში უდიდესი მიზნები აქვთ. კოტე კაპანაძის გარდა, ეროვნულ ნაკრებში ყველა ძიუდოისტს დებიუტი ექნება.