Belive

სეხუდო ტრავმის გამო დვალიშვილთან აღარ იჭიდავებს

7 საათის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება RAF 08 ივენთზე აღარ შედგება. რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა, რომ სეხუდო ტრავმის გამო ღონისძიებას ჩაეხსნა.


დვალიშვილმა UFC 298-ზე ერთხელ უკვე აშკარა დომინაციით დაამარცხა სეხუდო, რითაც თავის დროზე სატიტულო ჩხუბი გაინაღდა. UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ორი ყოფილი ჩემპიონის კიდევ ერთი ორთაბრძოლა თავისუფალ ჭიდაობაში დღის მთავარი კულმინაცია უნდა ყოფილიყო.
RAF-ის დღევანდელი ივეთის ახალი მთავარი დაპირისპირება არმან ცარუკიანისა და ურაია ფეიბერის შერკინება იქნება.

სხვა სტატიები