Belive

"ჭიდაობა გართობისთვისაა და გასართობ ბრძოლას უმართან ვერასდროს გავმართავ" - დვალიშვილი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილს უმარ ნურმაგომედოვთან RAF-ში დაპირისპირების იდეაზე ჰკითხეს. "მანქანამ" აქედანვე უარყო ეს აზრი და თქვა, რომ უმართან გასართობ შეხვედრას ვერასდროს გამართავს.

უმართან ჭიდაობა არ მაინტერესებს. როგორც მითხრეს UFC აქვს წესი, რომლის მიხედვითაც ამ ორგანიზაციის მებრძოლებს ერთმანეთთან დაპირისპირება არ შეუძლიათ (სხვა ორგანიზაციაში). ჭიდაობა გართობისთვისაა და გასართობ ბრძოლას უმართან ვერასდროს გავმართავ. ეს ჩემთვის სახალისო ვერ იქნება, რადგან მან შეურაცხყოფა მომეყანა და ჩემთვის ეს რეალური დაპირისპირებაა. - ამბობს მერაბ დვალიშვილი

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი RAF-ის ბოლო ღონისძიებაზე ჰენრი სეხუდოს უნდა დაპირისპირებოდა. ეს ბრძოლა საღამოს დაგვირგვინება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჰენრიმ ტრავმა მიიღო და შეხვედრაც ჩაიშალა.

სხვა სტატიები