Belive

SBC სამიტი | თბილისში iGaming-ის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

6 თვის წინ სხვა
1 წთ

23-24 ოქტომბერს, "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში", SBC Summit Tbilisi გაიმართება - უმსხვილესი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც შავი ზღვის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების iGaming სექტორს გააერთიანებს.

ქართული iGaming სექტორიდან, მომხსენებელთა შორის არიან კომპანია betlive-ის კომერციული, ბიზნესის განვითარების და მარკეტინგის დირექტორები: ნიკა ღუდუშაური ციფრულ სამყაროში სპორტის მარკეტინგის მნიშვნელობაზე, გეგა თოფურიძე iGaming-ის სფეროში ხელოვნური ინტელექტის როლზე, გიორგი ნადარაია კი Performance მარკეტინგზე ისაუბრებს. 

სამიტზე წარმოდგენილი iGaming-ის ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები iGaming-ის, ინოვაციისა და განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობებს ფართო ჭრილში განიხილავენ. სამიტის ერთ-ერთი მონაწილეა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე. საერთო ჯამში, SBC სამიტს 1000 დელეგატი დაესწრება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.

სხვა სტატიები