Belive

მაქს ჰოლოვეიმ მაკგრეგორთან შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა

5 თვის წინ სხვა
1 წთ

უკვე დიდი ხანია, რაც MMA-ს გულშემატკივარი კონორ მაკგრეგორის დაბრუნებას ელის. ირლანდიელის მოსალოდნელ მეტოქედ რამდენიმე მებრძოლი სახელდებოდა. ამჯერად ყველა მაიკლ ჩენდლერზე არის შეჩერებული. რამდენიმე გამოცემამ ისიც დაწერა, რომ მათი ორთაბრძოლა უკვე გადაწყვეტილია. მაგრამ, ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებად რჩება.

ფაქტია, რომ ლეგენდარულ ირლანდიელთან ჩხუბი ბევრს სურს. მათ შორის არის მაქს ჰოლოვეი, რომელმაც მათ სავარაუდო დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მე კონორის მოწინააღმდეგეთა მოკლე სიაში ვარ. ეს კონორმაც და მისმა ფანებმაც იციან. მე და ის სავარაუდოდ ვიბრძოლებთ. მე მის მიმართ პატივისცემის გარდა არაფერი გამაჩნია. მიხარია, რომ ბრუნდება. ეს ჩვენი სპორტისთვის მხოლოდ კარგი იქნება. - განაცხადა მაქს ჰოლოვეიმ

შეგახსენებთ, რომ მაქსი და კონორი აქამდეც შეხვედრილან ერთმანეთს. მათი დაპირისპირება 2013 წელს შედგა, რომელიც ირლანდიელის გამარჯვებით დასრულდა.

ბოლოს გულშემატკივარმა კონორ მაკგრეგორი UFC-ის ოქტაგონზე 2021 წელს ნახა. ირლანდიელმა პორიესთან ბრძოლა დათმო და მძიმე ტრავმაც მიიღო.

რაც შეეხება მაქსს, მან ბოლო ჩხუბი "კორეელი ზომბის" წინააღმდეგ გამართა და ლეგენდარული ჩუნგ სუნგ იუნგი მესამე რაუნდის ნოკაუტით დაამარცხა.

სხვა სტატიები