საუკეთესო მწვრთნელობისთვის ანჩელოტი, გვარდიოლა და სკალონი იბრძოლებენ
დროა 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელიც გამოვლიდნეს. აღნიშნული ტიტულისთვის მფლობელი "რეალის" თავკაც კარლო ანჩელოტის, "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელ პეპ გვარდიოლასა და არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლიონელ სკალონის შორის გამოვლინდება.
კარლო ანჩელოტიმ გასულ წელს მადრიდულ კლუბთან ერთად ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის სუპერ თასის მოგებაც შეძლო. რაც შეეხება, პეპ გვარდიოლას. ესპანელმა სპეციალისტმა 2022 წელს მის მე-5 სეზონში პრემიერ ლიგის მე-4 თასი ასწია. ლიონელ სკალონი კი არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია, რომ "ალბისელესტეს" მუნდიალი 1986 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული.
გამარჯვებული 27 თებერვალს პარიზში გამოვლინდება.
The three finalists for #TheBest FIFA Men’s Coach Award have been revealed!
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) February 9, 2023
🇪🇸 @PepTeam
🇦🇷 @lioscaloni
🇮🇹 @MrAncelotti