"ცარუკიანი ყველაფერს სწორად აკეთებს და საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს" - ჰუკერი
დენ ჰუკერმა არმან ცარუკიანის საჩემპიონო ბრძოლის შანსებზე ისაუბრა. ახალ ზელანდიელი მებრძოლი თვლის, რომ არმანი ყველაფერს სწორად აკეთებს და სატიტულო ჩხუბს აუცილებლად მიიღებს.
შემდეგი ბრძოლა აუცილებლად ეს იქნება. არმანი ოქტაგონის გარეთაც კარგად მუშაობს. სტრიმინგით, საკუთარი ბრენდის შენებით და სოცუალური მედიის დიდ ვარსკვლავებთან კონტაქტით საოცარ საქმეს აკეთებს. ეს ყველაფერი დიდ როლს თამაშობს (სატიტულო ბრძოლის მიღებაში). არმანი ყველაფერს სწორად აკეთებს და დარწმუნებული ვარ UFC საჩემპიონო ჩხუბით დააჯილდოვებს.
- დენ ჰუკერი
Dan Hooker backs Arman Tsarukyan for the next title shot - but says Justin Gaethje has a very real chance of pulling off the upset.
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) September 30, 2026
via @SubmissionRadio pic.twitter.com/XMjcQHeVwb
მსუბუქ წონაში ძალიან არეული სიტუაციაა. ჩემპიონი გეიჯი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის სურს თუ არა კარიერის გაგრძელება. ცარუკიანმა, რომელიც დიდი ხანია სატიტულო ბრძოლას ითხოვს, მაურისიო რუფი პირველივე რაუნდში გათიშა. ყოფილი ჩემპიონი და ახლა უკვე წონის პირველი ნომერი ილია თოფურია გეიჯის დათმობას არავისთვის აპირებს. საქმეშია პადი პიმბლეტიც, რომელმაც გეიჯისთან მარცხის შემდეგ არაჩვეულებრივი გამარჯვება მოიპოვა.