სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს განხორციელებული TOP ტრანსფერები
პრემიერ ლიგის, ლა ლიგისა და ლიგა 1-ისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბრის გამთენიისას, თბილისის დროით 05:30-საათზე დაიხურა. ხოლო ბუნდესლიგისა და სერია A-სთვის, სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიხურა.
ასე და ამგვარად, ცხელი საზაფხულო სატრანსფერო სეზონი დახურულია. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კი, არაერთი მნიშვნელოვანი და სახელოვანი ტრანსფერი გაკეთდა.
"ჩელსი"
ლონდონის "ჩელსისთვის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ნაყოფიერი გამოდგა. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მათ "ბარსელონადან" და "იუვენტუსიდან" - პიერ-ემერიკ ობამეიანგი და დენის ზაკარია დაიმატეს.
"ფულემი"
პრემიერ ლიგაში დაბრუნებულმა "ფულემმა" არაერთი საინტერესო ტრანსფერი განახორციელა. მათ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ვეტერანი ფეხბურთელი - ვილიანი დაიმატეს, რომელსაც პრემიერ ლიგაში თამაშის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ლონდონურმა კლუბმა ასევე დენიელ ჯეიმსი ("ლიდსი") და კარლოს ვინისიუსი დაიმატა ("ბენფიკა").
"მანჩესტერ სიტი"
"სიტიმ" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "დორტმუნდიდან" ცენტრალური მცველი - მანუელ აკანჯი დაიმატა. შვეიცარიელი მცველი სიტიში 2027 წლის ჩათვლით დარჩება.
"ლივერპული"
ტურინის ,,იუვენტუსის” ნახევარმცველი, არტური ,,ლივერპულში” ითამაშებს. ინფორმაციას ,,მერსისაიდელთა” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ბრაზილიელი ინგლისურმა გუნდმა სეზონის ბოლომდე იჯარით გაიფორმა.
არტური ,,იუვენტუსში” 2020 წელს გადავიდა. გასულ სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა ,,ბებერი ქალბატონების” მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
"ბარსელონა"
კატალონიის "ბარსელონამ" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კლუბში მცველები მოიყვანა. კერძოდ კი "ბარსელონაში" დაბრუნდა კლუბის აღზრდილი მარჯვენა მცველი - ჰექტორ ბელერინი. კატალონიურმა კლუბმა ობამეიანგის ტრანსფერში კი ერთ-ერთ ფუნქტად ფეხბურთელის გაცვლა და + თანხის დამატება ჩადო, რის გამოც, "ჩელსიში" გაბონელი ფორვარდის გადასვლის შემდეგ, "ბარსელონამ" ესპანელი მარცხენა მცველი - მარკოს ალონსო მიიღო.
"ბარსელონამ" ასევე ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბიდან იჯარის წესით წავიდა დანიელი ფორვარდი - მარტინ ბრაითვეითი, რომელიც კარიერას "ესპანიოლში" გააგრძელებს.
"ვალენსია"
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, "ვალენსიამ" ოფიციალურად გაიფორმა ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ლეგენდარული პატრიკ კლუივერტის შვილი - ჯასტინ კლუივერტი, რომელიც "ღამურებში" "რომადან" გადავიდა. შესაბამისად, გიორგი მამარდაშვილს ედინსონ კავანისთან ერთად კიდევ ერთი ახალი თანაგუნდელი ჰყავს.
"პსჟ"
"პსჟ"-მ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ვალენსიას" ესპანელი თავდამსხმელი - კარლოს სოლერი დაიმატა. პარიზელებმა ასევე შეძლეს და წარმატებით იყიდეს "ნაპოლისა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი - ფაბიან რუისი.
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კი კლუბმა კლუბიდან იჯარის წესით - ჟულიან დრაქსლერი "ბენფიკაში", იდრისა გეიე "ევერტონში", ლეივინ კურზავა კი "ფულემში" გაუშვა.
"მილანი"
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "მილანმა" 2 ტრანსფერი შეასრულა. მილანელებმა "ბარსელონადან" მარჯვენა მცველი - სერჟინიო დესტი დაიმატეს. ნახევარდაცვაში კი "ვოლფსბურგიდან" 19 წლის ბელგიელი ბიჭი - ასტერ ვრანკსით გაძლიერდნენ.