საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე
2 წლის წინ
სხვა
1 წთ
2022 წლის 5-16 დეკემბერს, კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტა ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ბოგოტაში გასამართ ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები შეიძლება ითქვას, რომ უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. ბოგოტაში, საქართველოს ღირსებას 12 ძალოსანი დაიცავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს წარმომადგენელი მხოლოდ ერთ (–81 კგ-მდე) წონით კატეგორიაში არ ეყოლება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: რამინ შამილიშვილი (55 კგ.), შოთა მიშველიძე, გოდერძი ბერდელიძე (– 61 კგ.), გურამ გიორბელიძე (67 კგ.), კახი ასანიძე (73 კგ.), რევაზ დავითაძე (89 კგ.), ირაკლი გობეჯიშვილი (96 კგ.), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.), გიორგი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე (– 109 კგ.), ლაშა ტალახაძე (+109 კგ.). კიდევ ერთი მძიმეწონოსანი - აკაკი ტალახაძე სარეზერვო სიაში მოხვდა.