სარდალაშვილი 66-ში, გრიგალაშვილი 90-ში | ვარშავის ღია პირველობაზე 10 ქართველს ვიხილავთ
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
22-23 თებერვალს, ძიუდოში ვარშავის ღია პირველობა გაიმართება, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ 10 სპორტსმენი იასპარეზებს.
შემადგენლობა ძირითადად ახალგაზრდა ძიუდოისტებით არის დაკომპლექტებული, თუმცა განაცხადში 2 ვარსკვლავს - გიორგი სარდალაშვილსა და ტატო გრიგალაშვილს შეხვდებით, თუმცა განსხვავებულ წონით კატეგორიებში.
მსოფლიოს ჩემპიონები საკუთარ ძალას სხვა წონით კატეგორიებში მოსინჯავენ - გიორგი სარდალაშვილი 66 კგ-ში იჭიდავებს, ხოლო ტატო გრიგალაშვილი 90-ში.
შემადგენლობა
60 კგ - თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი
66 კგ - გიორგი სარდალაშვილი, ხვიჩა გაფრინდაშვილი და ლუკა საგანელიძე
90 კგ - ტატო გრიგალაშვილი
100 კგ - ისლამ წიწილაშვილი, გიორგი ხმალაძე
+100 კგ - შოთიკო გოჩიაშვილი, გაბრიელ მუკბანიანი