Belive

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი დაასრულა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ბოლო მატჩი ჩაატარა. საფრანგეთი ნაკრებთან შეხვედრით გადაწყდა, რომ ჩვენ ევროპაზე მე-10 ადგილი დავიკავეთ, ფრანგებმა კი მეცხრე (16:13).

საწყის ორ მეოთხედში საფრანგეთმა ერთნაირი სხვაობით (4:2), (6:4) გაიმარჯვა და პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში 10:6 იყო. მეორე ნახევარში საქართველომ საფრანგეთს მხოლოდ ერთი ბურთით მოუგო და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა (16:13).

ჩვენმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე, 7 მატჩი ჩაატარა - საწყის ეტაპზე საბერძნეთს, ხორვატიასა და სლოვენიას ვეთამაშეთ (გამარჯვება მხოლოდ სლოვენიასთან). შემდეგ იტალია, რუმინეთი და თურქეითი (აქაც მხოლოდ თურქეთთან მოგება), ბოლოს კი მეცხრე ადგილისთვის შეხვედრა საფრანგეთთან დავთმეთ.

მიმდინარე ტურნირზე, ნახევარფინალში, საბერძნეთი უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო სერბეთი იტალიას.

სხვა სტატიები