Belive

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ბოსნიას სტუმრადაც მოუგო

8 თვის წინ სხვა
1 წთ

2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველო ბოსნიას ეწვია და მასპინძლები 20:22 დაამარცხა. ჩვენს ჯგუფში, ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი, 13 მარტს თბილისში გაიმართა და ქართველებმა იმ შემთხვევაშიც გაიმარჯვეს (28:26).

საკვალიფიკაციოზე მონაწილე ქვეყნები 8 ოთხგუნდიან ჯგუფებში არიან გადანაწილებული. ჩვენთან ისლანდია, ბოსნია და საბერძნეთი მოხვდნენ. ისლანდიას 4-დან 4 გამარჯვება აქვს და ოფიციალურად გაინაღდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში. საქართველოს ნაკრები კი მეორე ადგილს იკავებს. ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვდებიან პირველ და მეორეადგილოსნები (+საუკეთესო შედეგის მქონე 4 მესამეადგილოსანი).

ქართველი ხელბურთელები მომდევნო შეხვედრას 8 მაისს თბილისში, საბერძნეთის ნაკრებთან გამართავენ, შესარჩევ ეტაპს კი 11 მაისს ისლანდიაში შეხვედრით დააასრულებენ.

სხვა სტატიები