Belive

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა

5 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა, მათ შორის ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. ორი ქართველი სპორტსმენი ერთმანეთს ტურნირის ფინალში დაუპირისპირდა, ჩემპიონი საბა ინანეიშვილი გახდა, რომელმაც ტურნირის +100 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილი დაამარცხა, ხოლო დემეტრაშვილმა ეროვნულ ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუპოვა.

კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა ზაურ დვალაშვილმა ბელგიელი მეტოქე, იარნე დიუკი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა 81 კგ კატეგორიაში.

57 კილოგრამ წონაში გოგონებს შორის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი 18 წლის ნინო ლოლაძე გახდა, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი კოტე კაპანაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უკრაინელი ევგენ ჰონჩარკო დაამარცხა.

გერმანიაში გამართულ 23-წლამდელთა ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა აზერბაიჯანის ნაკრები 4:1 დაამარცხა და ევროპის პირველობაზე წინა წლის შედეგი გაიმეორა.

სხვა სტატიები