Belive

ძიუდოს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართული ფინალი იქნება

10 თვის წინ სხვა
1 წთ

გერმანიის ქალაქ პოსტდამში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, აბსოლუტურ წონაში ქართული ფინალი გველის, ერთმანეთს საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი დაუპირისპირდებიან. ინანეიშვილმა ნახევარფინალში რუმინელი მეტოქე დაამარცხა, დემეტრაშვილმა კი სერბი, იგორ ვრაკარი გამოთიშა ასპარეზობას და სპორტსმენებმა საქართველოს ოქროს და ვერცხლის მედლები გაუნაღდეს.

შეჯიბრის პირველ დღეს, ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში (57 კგ.) ნინო ლოლაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ის ნიდერლანდელ ელინ ჰენინგერთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო კოტე კაპანაძემ (73 კგ.), მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა უკრაინელი ევგენი ჰონჩარკო იპონით დაამარცხა.

სხვა სტატიები