Belive

საქართველოს 23-წლამდელთა ძიუდოს შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

1 თვის წინ სხვა
1 წთ

პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა. გოგონათა და ვაჟთა შერეულმა გუნდმა ფინალში უკრაინა 4:3 დაამარცხა და საუკეთესო ნაკრები გახდა. ფინალი დაძაბული იყო და დამატებითი ორთაბრძოლის ჩატარება გახდა საჭირო.

თავისი შეხვედრები ირაკლი დემეტრაშვილმა, გიორგი ლოლაძემ და აკაკი ჯაფარიძემ მოიგეს. ჯაფარიძის გამარჯვებით ანგარიში 3:3 გახდა, ამიტომ 'ოქროს ქულის' მოსაპოვებლად აკაკი ჯაფარიძე ისევ გამოვიდა ტატამიზე და საქართველოს ნაკრებს ჩემპიონობა მოუტანა.

ჩვენმა ნაკრებმა ნახევარფინალში გერმანია ანგარიშით 4:1 დაამარცხა. თავისი შეხვედრები აკაკი ჯაფარიძემ, ირაკლი მეტრეველმა, ნინო ლოლაძემა და გიორგი ლოლაძემ მოიგეს, ეთერ ასკილაშვილს კი ტატამიზე გამოსვლა აღარ დასჭირდა.

გუნდურ შეჯიბრში ვერცხლისმედალოსნები უკრაინელები გახდნენ, ბრინჯაო კი ნიდერლანდებმა და გერმანიამ მოიპოვეს.

სხვა სტატიები