Belive

შოჰეი ონო: "ტატო გრიგალაშვილი ჩემს უნივერსიტეტში ვარჯიშობდა, მიხარია მისი წარმატება"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

33 წლის ლეგენდარულმა იაპონელმა ძიუდოისტმა და 2-გზის ოლიმპიურმა, 3-გზის მსოფლიო ჩემპიონმა - შოჰეი ონომ, საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრების შესახებ ისაუბრა.

"ევროპაში რომ მასტერკლასებს ვატარებ, ამის გამო ბევრს ჰგონია, რომ რომელიმე ნაკრების მწვრთნელობა მსურს - ეს ასე არ არის და ამ ამბავს აქვე უარვყოფ.

პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, ჩემი მთავარი მიზანია, რომ ჩემს უნივერსიტეტს წარვადგე და უამრავი ახალი ვარსკვლავი აღმოვაჩინო.

ის ფაქტი ძალიან მახარებს, რომ ტატო გრიგალაშვილი, რომელიც ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი და ჩემპიონია, ახალგაზრდობიდან ჩემს უნივერსიტეტში ემზადებოდა და შეკრებებს გადიოდა, მისი წარმატება ძალიან მახარებს.

ასევე ძალიან მიხარია, რომ ჩემს უნივერსიტეტს საქართველოს ნაკრები წელიწადის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მაინც სტუმრობს - მგონია, რომ ეს მათ ძალიან წარადგებათ წინსვლასა და განვითარებაში. ჩემი მთავარი მიზანია, რომ ამ უნივერსიტეტს ქართველები უფრო დიდი სიხშირით სტუმრობდნენ და ისე შეიყვარონ მათ იაპონია, როგორც მე საქართველო შემიყვარდა." - შოჰეი ონო

წყარო: სპორტი იმედზე

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს სამგზისა და ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, შოჰეი ონომ, 24 მარტს, საქართველოში, კერძოდ კი რუსთავში მასტერკლასი ჩაატარა.

სხვა სტატიები