საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ხორვატიის წინააღმდეგ დამარცხდა
წყალბურთის ევროპის ჩემპიონატს ხორვატიის ქალაქი – სპლიტი მასპინძლობს, სადაც ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები იღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ერთი გამარჯვებით შეძლო და ჯგუფური ეტაპი დასძლია. 1/8-ფინალში საქართველო ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, რის შედეგადაც ჩვენი გუნდი რვა საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა. მეოთხედფინალურ ეტაპზე საქართველომ ისეთ ქვეყნებთან ერთად იასპარეზა, როგორებიც უნგრეთი, მონტენეგრო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი და ხორვატია არიან.
მეოთხედფინალური შეხვედრები დღეს გაიმართა, სადაც საქართველო მასპინძელ ხორვატიას დაუპირისპირდა და შეხვედრა 15:5 დათმო. ჩვენი მეტოქეები არამარტო შეხვედრის, არამედ მთლიანად ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტებად ითვლებიან. აქედან გამომდინარე, დაფიქსირებული შედეგიც ლოგიკურია.
შეგახსენებთ, რომ წინა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა მე-10 ადგილი დაიკავა. წლევანდელ ტურნირზე მიღწეული შედეგით კი, ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორს ადგილი გარანტირებული გვაქვს.
შემდეგ შეხვედრას საქართველო საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს და თამაშის მოგებით დასრულებით შანსი გვექნება, რომ მე-5 ადგილისთვისაც ვიბრძოლოთ. აღნიშნული მატჩი 8 სექტემბერს, თბილისის დროით, 17:30 საათზე გაიმართება.