Belive

საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ხორვატია დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

მადრიდში მიმდინარე ჰოკეის A დივიზიონის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა ხორვატია 6:0 დაამარცხა და ჯგუფის ლიდერობისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა.

ჩვენი გუნდიდან გოლების გატანა ბუკიამ, სლესარევმა, კარელინმა, ობოლგოგიანმა, შვეცოვმა და ძიოვმა შეძლეს. ხორვატიის დამარცხებით საქართველომ ცხრა ქულა მოაგროვა და ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. ჩვენი ნაკრები მორიგ შეხვედრას ხვალ 14:30 საათზე ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები