Belive

საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობაში 2 ცვლილებაა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 6-13 ივნისს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირზე 14 სპორტსმენით დარეგისტრირდა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, ლაშა გუჯეჯიანის გუნდში 2 ცვლილებაა - შემადგენლობას მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი (60 კგ-ში) ლუხუმ ჩხვიმიანი და ილია სულამანიძე გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად განაცხადში ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) იქნებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: -60 კგ. - თემურ ნოზაძე -66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი -73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი -73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი -81 კგ. - ლუკა მაისურაძე; ტატო გრიგალაშვილი -90 კგ. - ბექა ღვინიაშვილი -100 კგ, - ვარლამ ლიპარტელიანი, +100 კგ. - გელა ზაალიშვილი -52 კგ.  ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი -57 კგ. - ეთერ ლიპარტელიანი -70 კგ. - მარიამ ჭანტურია +78 კგ. - სოფიო სომხიშვილი მთავარი მწვრთნელი - ლაშა გუჯეჯიანი.

სხვა სტატიები