ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა, სანდრო ბაზაძემ, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე პირველი დაპირისპირება დათმო.
ქართველი მოფარიკავე ნახევარფინალში რეიტინგის მეოთხე ნომერთან, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან - არონ შილადისთან (უნგრეთი) 13:15 დაამარცდა.
სანდრო ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, სადაც მისი მეტოქე ლუიჯი სამელესა (იტალია) და კიმ ჯონ ხვანის (სამხრეთ კორეა) წყვილში დამარცხებული იქნება.
მესამე ადგილისთვის შეხვედრა თბილისის დროით 15:20 საათზეა ჩანიშნული.