Belive

"სამწუხაროა, რომ ილიას მსგავსი ხალხი უკეთეს ბრძოლებს იღებს"- იაირ როდრიგესი

10 თვის წინ სხვა
1 წთ

იაირ როდრიგესი UFC-ის იმ იშვიათ მებრძოლთაგან ერთ-ერთია, რომელიც სხვა სპორტსმენებს შეურაცხყოფას არ აყენებს. თუმცა, მექსიკელი UFC 290-ზე თოფურიას წარმოთქმულმა სიტყვებმა გააბრაზა. მას შემდეგ, "პანტერასა" და "მატადორს" შორის არც ისე კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. MMA Hour-თან ინტერვიუში მექსიკელმა ილიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ეს ბიჭი არ მომწონს. ვფიქრობ, საჩემპიონო ბრძოლა ძალიან მარტივად მიიღო. ამას მხოლოდ მე არ ვამბობ. ილია მარკეტინგის თვალსაზრისით, საკმაოდ კარგად მუშაობს. საიდუმლო არ არის, რომ სპორტში ამ ასპექტს დიდი ყურადღება ეთმობა. სამწუხაროა, რომ ილიას მსგავსი ხალხი უკეთეს ბრძოლებს იღებს. ამის მთავარი მიზეზი მისი პიარია და არა ბრძოლები. ეს ძალიან არ მომწონს. ილია ბოდავს, როცა ამბობს, რომ ესპანეთში მაკგრეგორთან ბრძოლა სურს. თითქოს ჩვენს პლანეტაზე არ ცხოვრობს. როცა შენს შესახებ არავინ იცის და ცნობილ ხალხზე იწყებ საუბარს, მაშინ შენი ცნობადობა იწევს. ილია მაკგრეგორსა და კანელოზე საუბრობს. ამ ყველაფერს მარკეტინგის გამო აკეთებს. ვოლკანოვსკისთან ბრძოლის შემდეგ, მისი კარიერა დასრულდება. - განაცხადა იაირ როდრიგესმა

შეგახსენებთ, რომ ილიასა და ვოლკანოვსკის დაპირისპირება UFC-ის ქამრისთვის იქნება. მათი ბრძოლა 18 თებერვალს შედგება და რა თქმა უნდა, საღამოს მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო გახლავთ.

სხვა სტატიები