Belive

"საკმარისი უნარები მაქვს იმისთვის, რომ ილია დავამარცხო" - ბენილ დარიუში

1 დღის წინ სხვა
1 წთ

მსუბუქ წონაში გადასვლის შემდეგ, ილია თოფურიას მომავალ მოწინააღმდეგეზე ზუსტი არაფერი იწერება. ქართველის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ, თუმცა, მასთან ჩხუბის სურვილს არავინ გამოთქვამს. საპირისპიროს ამბობს ბენილ დარიუში, რომელიც ილიასთან ბრძოლაზე თანახმაა.

ილია თოფურიასთან ჩხუბი არავის სურს. თუ ეს შანსი გამოჩნდება, მასთან ბრძოლას აუცილებლად მივიღებ. ილია ისეთი ბიჭია, რომელიც ყველა პოზიციაში საშიშია. ვფიქრობ, საკმარისი უნარები მაქვს იმისთვის რომ ილია დავამარცხო. - განაცხადა ბენილ დარიუშმა

აქვე იმასაც გეტყვით, რომ დარიუშს ბოლო ბრძოლა ჩაეშალა. ის რენატო მოიკანუს უნდა შეხვედროდა, თუმცა, ბრაზილიელმა მთავარ ჩხუბში არმან ცარუკიანი ჩაანაცვლა. დარიუში UFC მსუბუქ დივიზიონში მე-9 პოზიციაზეა და საკმაოდ გამორჩეული მებრძოლია.

სხვა სტატიები