Belive

საინტერესო ფაქტები 13 იოკოძუნას შესახებ

3 წლის წინ სხვა
5 წთ
თანამედროვე სუმოს ისტორია 72 იოკოძუნას ითვლის, ხსენებულთან ცოცხალი მხოლოდ 15 მათგანია, გთავაზობთ საინტერესო ისტორიებს 13 იოკოძუნას შესახებ, რომლებმაც კარიერა დაასრულეს (სტატიაში ვერ შეხვდებით ჰაკუჰოსა და კაკურიუს შესახებ ინფორმაციას).

კიტანოფუჯი

კიტანოფუჯი რიგით 55-ე იოკოძუნაა, რომელიც უკვე მეშვიდე ათწლეულია, რაც სუმოს სამყაროში მოღვაწეობს. მის აქტივში მაკუუჩი დივიზიონის 10 ჩემპიონის ტიტულია. კიტანოფუჯის "სამწვრთნელო" კარიერის განმავლობაში 2 იოკოძუნა ჰყავს აღზრდილი. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ის მუდამ უნაკლოდ იცვამს. ბოლო პერიოდში სუმოს გულშემატკივარი მას კომენტატორის ამპლუაში ხედავს. მის შესახებ ასევე ხშირად მოისმენთ, რომ აქვს ძალიან კარგი იუმორი.

ვაკანოჰანა (II)

ვაკანოჰანა (II) რიგით 56-ე იოკოძუნაა. მისი ჩემპიონობის აღსანიშნავი დიდი პორტრეტი ერთადერთია, რომელიც ტოკიოს რიოგოკუს (JR Ryogoku Station) მეტროსადგურში მარჯვენა მხარეს არის განთასებული, ყველა სხვა პორტრეტი არის მეტროსადგურის მარცხენა მხარეს.

მიენოუმი

57-ე იოკოძუნა მიენოუმი იმ პერიოდში ასპარეზობდა, როდესაც ბრძოლამდე რიკიშები დოჰიოს თითქმის არასოდეს ეხებოდნენ. თუმცა მან შეიმუშავა "ორი ხელის დადების" წესი, რომელიც 2008 წლის შემოდგომის ტურნირზე გახშირებულ მატებში (არასწორი საწყისი შეჯახება) აისახა.

ჰოკუტოუმი

ჰოკუტოუმი 61-ე იოკოძუნაა. ის არის ერთადერთი იოკოძუნა, რომელსაც იმდენივე ჩემპიონობა აქვს, რამდენიც ვიცე-ჩემპიონობა. 2015 წლიდან ის იაპონური სუმოს ასოაციაციის თავმჯდომარეა.

ონოკუნი

ონოკუნის პროფესიონალური კარიერა 20 წლის წინ დასრულდა, ის უკანასკნელი იოკოძუნაა, რომელიც ჰოკაიდოდანაა. სუმოს მიმდინარეობის პერიოდში მას განსაკუთრებით ხშირად ხედავს მაყურებელი, ვინაიდან ის იაპონური სუმოს ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

ასაჰიფუჯი

1988 წლის სექტემბრის ბაშოდან მიჯრით 5 სუპერტურნირის განმავლობაში ვიცე-ჩემპიონი ხდებოდა. ორ შემთხვევაში კი საპლეიოფო დაპირისპირება ერთსა და იმავე მებრძოლთან წააგო.

აკებონო

აკებონო რიგით 64-ე იოკოძუნაა - მან დაამსხვრია "მითი" იმის შესახებ, რომ იაპონელების გარდა იოკოძუნება სხვა ეროვნების წარმომადგენელ მებრძოლებს არ/ვერ შეეძლოთ. ის არის პირველი არაიაპონელი იოკოძუნა.

ტაკანოჰანა

ლეგენდარული იოკოძუნას ძმისშვილი და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ოზეკის შვილი, 65-ე იოკოძუნა ტაკანოჰანა და მისი უფროსი ძმა, თავიანთი კარიერის ადრეულ პერიოდში სუმოს პოპულარობას უპრეცედენტო სიმაღლეებამდე მიჰყავდათ. ახალგაზრდა თაყვანისმცემლების ლეგიონები მღელვარებით ყვიროდნენ, როდესაც ახალგაზრდა ვარსკვლავები ჩნდებოდნენ, ვაკა-ტაკას (ვაკანოჰანა, ტაკანოჰანა) ბუმი დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც "ბიტლომანია".

ვაკანოჰანა (III)

მიუხედავად იმისა, რომ მისი უმცროსი ძმა სუმოში დარჩა და საბოლოოდ აიღო მამის თავლა, ვაკანოჰანა პენსიაზე გასვლის შემდეგ სულ სხვა გზას დაადგა. 66-ე იოკოძუნამ კარიერის მეორე ნაწილში საკუთარი თავი ფეხბურთში გამოსცადა. "ატლანტა ფალკონსთან" მისმა მცდელობამ არ გაამართლა და კონტრაქტი არ შედგა, თუმცა მას სხვა საფეხბურთო მცდელობებიც ჰქონდა.

მუსაშიმარუ

მუსაშიმარუ 5 წლის განმავლობაში ოძეკის სტატუსით ასპარეზობდა და მის აქტივში 3 იმპერატორის თასი იყო, რაც თითქოს ერთი შეხედვით მის მაქსიმუმად ჩანდა, თუმცა მომდევნო 3-წელიწადნახევარში სამოაში დაბადებულმა ჰავაელმა გიგანტმა კიდევ 9 იმპერატორის თასს მოუყარა თავი, ის სუმოს ისტორიის რიგით 67-ე იოკოძუნაა. მას მოიხსენიებდნენ, როგორც ყველაზე წარმატებულ არაიაპონელი რიკიშად.

ასაშორიუ

ასაშორიუ რიგით 68-ე იოკოძუნაა, რომელიც არც ამერიკიდან იყო წარმოშობით და არც იაპონიიდან. ასაშორიუზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის მეტოქეებზე ფიზიკურად, გონებრივად და ფსიქოლოგიურადაც კი დომინირებდა. მის ანგარიშზე უმაღლესი დივიზიონის 25 საჩემპიონო ტიტულია.

ჰარუმაფუჯი

სუმოს ისტორიის 70-ე იოკოძუნა გახლდათ ჰარუმაფუჯი, რომელიც, რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, გამოცდილი მხატვარია. აქტიური კარიერის დროს მას ჰქონდა ნამუშევრების სერია, რომელიც გამოფენილი იყო ტოკიოს მაღალ გინზას რაიონის გალერეაში.

კისენოსატო

72-ე იოკოძუნა კისენოსატოც მსგავსათ ზემოთხსენებული ვაკანოჰანასი, ფეხბურთის უდიდესი გულშემატკივარია, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ საკუთარი ძალების ამ მხრივ გამოცდა მას არ უცდია. ამის ნაცვლად, კისენოსატო სულ ახლახანს, კომენტატორების კაბინაში აღმოჩნდა, მას ასევე ჰქონდა სტატიები Rice Bowl-ის შესახებ (იაპონიის ეროვნული ჩემპიონატი ამერიკულ ფეხბურთში).

სხვა სტატიები