Belive

"საღამოს საუკეთესო ბრძოლა და წარმოუდგენელი ქამბექი" - ფანები გოგოლაძის ტრიუმფზე

8 საათის წინ სხვა
2 წთ

ამირან გოგოლაძემ OKTAGON MMA-ზე სახელოვანი გერმანელი მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ორგანიზაციის ქვესაშუალო წონის ჩემპიონის ქამარს დაეუფლა.

ქართველი სნაიპერისა და გერმანელი ჯესინ აიარის საჩემპიონო ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა - სამშობლოში საკუთარი გულშემატკივრებისგან გამხნევებულმა აიარმა გოგოლაძის ნოკდაუნში გაშვება შეძლო, მაგრამ ქართველი მებრძოლი ფაქტობრივად წაგებული ბრძოლიდან დაბრუნდა და პრესტიჟული ევროპული ორგანიზაციის მესამე ქართველი ჩემპიონი გახდა.

ამირამ გოგოლაძისა და ჯესინ აიარის საჩემპიონო ბრძოლა, საღამოს საუკეთესო დაპირისპირებად დასახელდა და ფანებმაც სოციალურ ქსელებში საქებარი სიტყვები არ დაიშურეს:

  • საღამოს საუკეთესო ბრძოლა და წარმოუდგენელი ქამბექი.

  • დამსახურებული გადაწყვეტილება, მთლიანობაში გოგოლაძე უკეთ გამოიყურებოდა.

  • შთამბეჭდავი პერფორმანსი. პირველ რაუნდში აიარის დომინაციის შემდეგ, გოგოლაძემ უდიდესი საბრძოლო სულისკვეთება გამოავლინა და ბრძოლა ბოლომდე მიიყვანა. ვულოცავ ამირანს და ჯესინს პატივისცემა.

  • ჯესინს პირველ რაუნდში ისეთი შანსი ჰქონდა, რომელიც მებრძოლს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა მაგრამ ვერ გამოიყენა და გოგოლაძემ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

  • უდიდესი პატივისცემა ამირანს იმისთვის, რასაც პირველ რაუნდში გაუძლო. მჯეროდა, რომ ჩემპიონი გახდებოდა და ასეც მოხდა.

როგორც აღვნიშნეთ ამირან გოგოლაძე მესამე ქართველია, რომელიც OKTAGON MMA-ის ჩემპიონი გახდა - სხვადასხვა დროს, ქამარს ბენო ადამია და მათე სანიკიძე გახდნენ.

სხვა სტატიები