Belive

"საღამო მშვენივრად მიდიოდა, მაგრამ საშინლად დასრულდა" - დანა ასპინალი-განის ბრძოლაზე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

დანა უაითმა UFC 321-ს მთავარ ჩხუბში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. მას შემდეგ, რაც სირილ განმა ტომ ასპინალს თვალი თითით დაუზიანა, ჩხუბი შეწყდა და ბრძოლა შედეგის გარეშე გამოცხადდა. თვალზე მიღებული დაზიანების გამო, ასპინალს უფლება ჰქონდა ბრძოლა აღარ გაეგრძელებინა. ღონისძიების დასრულებისას უაითმა სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა.

საღამო მშვენივრად მიდიოდა, მაგრამ საშინლად დასრულდა. ჯონსთან ჩხუბის შემდეგ, სირილ განი ბევრმა ჩამოწერა. დღეს ძალიან კარგად გამოიყურებოდა. სამწუხაროა რაც მოხდა და ახლა ვფიქრობ, რომ განმეორებითი ბრძოლა ბევრად საინტერესო იქნება. ტომს სისხლი წამოუვიდა, ბრძოლის გაგრძელება არ უნდოდა. რემატჩი საინტერესო იქნება. - განაცხადა დანა უაითმა

გამომდინარე იქიდან, რომ ბრძოლა შედეგის გარეშე გამოცხადდა, ქამარი კვლავ მოქმედ ჩემპიონს ანუ ტომ ასპინალს დარჩა.

სხვა სტატიები