"მჯერა, როდესაც გეიჯი კარიერის დასრულებაზე საუბრობს" - დენიელ კორმიე
დენიელ კორმიე ჯასტინ გეიჯის მოსალოდნელ პენსიაზე, ილია თოფურიას ფაქტორსა და არმან ცარუკიანთან მოსალოდნელ ჩხუბზე საუბრობს. ყოფილი ჩემპიონის თქმით, გეიჯის სიტყვების სჯერა და თვლის, რომ ის საკუთარ კარიერაზე წინ ჯანმრთელობას აყენებს.
როდესაც გეიჯის ვუსმენთ თუ როგორ საუბრობს საკუთარ მომავალზე, რამდენიმე საკუთხი იჩენს თავს, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.
პირველი - ის 37 წლის არის. არმან ცარუკანი ამ მომენტში ძალიან დიდი ვარსკვლავია, მაგრამ დიდი აუთსაიდერი იქნება. შეიძლება იმაზე დიდიც, ვიდრე უნდა იყოს. როგორც ჯასტინი ამბობს, მას ცხოვრების საუკეთესო პერფორმანსი ჰქონდა. შეუძლია ამის გამეორება? სჭირდება, რომ არმანის ბარიერი გაიაროს.
მეორე - ილია თოფურია. ძალიან სახიფათოა. ახლა გვყავს ბიჭი, 37 წლის, რომელიც პენსიაზე გასვლაზე ფიქრობს. სულ ამბობდა, რომ მისი ინტერესი ფული არასდროს ყოფილა. ის მუდამ ბრძოლაზე და ჯანმრთელობაზე ფიქრობდა. ამას ბევრი მებრძოლი ამბობს, მაგრამ ჯასტინის შემთხვევაში მჯერა. ჯასტინს შეჯიბრი უყვარს, მაგრამ თუ ეს ცეცხლი ჩაქვრება, მაშინ რა აზრი აქვს? - დემიელ კორმიე
— On today’s episode, I speak about Justin Gaethje and his future and what his options are. Was the White House the last time that we will see JG inside of an octagon? That would absolutely suck. I give my thoughts in so much more on the lightweight Champion and this situation… pic.twitter.com/EiTzf7dNAN
— Daniel Cormier (@dc_mma) September 29, 2026
ჯასტინ გეიჯიმ და ილია თოფურიამ ოქტაგონი ბოლოს ერთმანეთის წინააღმდეგ, თეთრი სახლის ისტორიულ ღონისძიებაზე გაიზიარეს. სადაც ორთაბრძოლა გეიჯის გამარჯვებით დასრულდა. ამავდროულად, არმან ცარუკიანმა მაურისიო რუფის პირველივე რაუნდში ნოკაუტით დამარცხება შეძლო და ნომერ პირველის სტატუსი უფრო განიმტკიცა.