Belive

სადულაევი: "ხალხების მტრობაში არ უნდა გადაიზარდოს - ვფიქრობ, შევრიგდებით"

7 საათის წინ სხვა
1 წთ

RAF-ის მომდევნო ღონისძიებაზე აბდულრაშიდ სადულაევიც იჭიდავებს - ის უკვე აბუ დაბიშია და დღეს ჟურნალისტებმა მერაბზე თავდასხმაზეც დაუსვეს შეკითხვები. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (თავისუფალ ჭიდაობაში) თბილისშიც იყო იმ დროს, როცა მერაბსა და 'დაღესტნელების' მეგობარს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. სადულაევი ამბობს, რომ ელოდა იმ ამბის გაგრძელებას.

საქართველოში ყოფნისას ჩემი მეგობარი ახმედი მერაბთან მივიდა მას შემდეგ, რაც მან უმარზე ცუდად ისაუბა. ეს მოხდა მშვიდად და პატივისცემით, ხოლო შემდეგ მერაბმა მას დაარტყა. ვფიქრობდი, რომ ამ მაბავს გაგრძელება მოჰყვებოდა - იქ ახმედთან დაკავშირებული საკითხი ამოიწურა, თუმცა მერაბს უმარი და უსმანი არ შეხვედრიან.

ცუდი ინციდენტია, მაგრამ ამის გამო ჩვვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის კონფლიქტი არ უნდა წარმოიშვას. ვფიქრობ, გამოჩნდებიან უფროსები, რომელთა ჩარევის შემდეგაც საერთო აზრამდე მივალთ და ყველაფერი მოგვარდება. - განაცხადა სადულაევმა

შეგახსნებეთ, რომ უმარ და უსმან ნურმაგომედოვები, მეგობრებთან ერთად, თავს მერაბ დვალიშვილს, აბუ დაბის სასტუმროს ფოიეში დაესხნენ. 10-მდე დაღესტნელის განეიტრალებას მხოლოდ მერაბი და მასთან ერთად მყოფი საბა ლაზიშვილი ცდილობდნენ. ახლა ორივე მათგანი აბუ დაბის პოლიციის განყოფილებაშია - თავდამსხმელებთან ერთად.

სხვა სტატიები