Belive

'სად იპოვა ენერგია ასეთი აღნიშვნისთვის?' - მედია დვალიშვილის წონის ჩაბარებაზე

2 თვის წინ სხვა
1 წთ

უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერაბ დვალიშვილსა და კორი სენდჰეგენს შორის ბრძოლა შედგება. მებრძოლებმა დღეს განსაზღვრული წონის ლიმიტები ოფიციალურად დააფიქსირეს.

კორი სენდჰეგენის შემთხვევაში საქმე უფრო მარტივად იყო - ამერიკელი ზუსტად 61 კგ აღმოჩნდა (134.5 lbs). მერაბ დვალიშვილს პირველადი აწონვის შემდეგ მეორე ცდაც მოუხდა (დაფარული კაბინის გამოყენებით), სადაც ქართველმა საბოლოოდ დასვა ის ზუსტი ლიმიტი, რაც მის წონით კატეგორიას აქვს (135 lbs).

აღსანიშნავია, რომ დვალიშვილმა, რომელმაც აშკარად უდიდესი ძალისხმევა დახარჯა იმისთვის, რომ სასურველი წონა ჩაებარებინა, ეს შედეგი განსაკუთრებულად ემოციურად აღნიშნა. ამას ხაზი გაუსვეს პირდაპირი ეთერის კომენტატორებმაც და შემდეგ, სოციალურ ქსელშიც, მთავარი კითხვა ის იყო, თუ როგორ იპოვა ძალა ისეთი ენერგიული ყოფილიყო, როგორ მერაბსაც ჩვეულებრივ სიტუაციაში ვართ შეჩვეული.

მერაბი, კვირას გამთენიისას, საჩემპიონო ქამარს ზედიზედ მესამედ დაიცავს. მან ჩემპიონობა შონ ო'მალის წინააღმდეგ ბრძოლაში მოიპოვა. შემდეგ იყო უმარ ნურმაგომედოვის დამარცხება, რასაც 'შუგასთან' განმეორებითი ბრძოლა და კიდევ უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მოჰყვა.

სხვა სტატიები