რუსლან ბოლქვაძემ მეოთხე ქამარი მოიგო
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
ქართველი მებრძოლი რუსლან ბოლქვაძე წარმატებულ სვლას განაგრძობს. ქართული MMA-ს გამორჩეულმა წარმომადგენელმა კარიერაში მეოთხე ქამარი მოიგო. ამჯერად, ბოლქვაძე ესპანური ორგანიზაციის The Battle Championship-ის გამარჯვებული გახდა.
TBC-ს უკანასკნელი ღონისძიება გრანპრის წესით გაიმართა, სადაც რამდენიმე ბრძოლის გამართვა იყო საჭირო. სამი ჩხუბის მოგების შემდეგ, რუსლანი 6000 ევროს და TBC-ს ქამრის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძე TBC-სთან ერთად, GFC-ს, EFN-ის და IFC-ს ქამრის მფლობელია. ამ დროისათვის რუსლანს კარიერაში 18 ჩხუბი აქვს გამართული და აქედან 14-ჯერ გაიმარჯვა.