რუსი სპორტსმენის პროვოკაცია - პოდიუმზე ომის სიმბოლოთი
რუსმა ტანმოვარჯიშემ, ივან კულიაკმა, დოჰაში გამართულ მსოფლიო თასის ეტაპზე მე-3 ადგილი დაიკავა. დაჯილდოებისას კულიაკმა მაისურზე ასო ,,Z'' დაიწება, რამაც უამრავი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია. უკრაინაში, სადაც ომი 24 თებერვალს დაიწყო, სწორედ ეს სიმბოლოა დატანილი რუსულ ტანკებსა და სამხედრო მანქანებზე. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინის მომხრე პოლიტიკოსები და სხვა გავლენიანი პირები ბოლო პერიოდში ასეთი სამკერდე ნიშნით ჩნდებიან, რითაც ომისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ,,Z'' გამარჯვების სიმბოლოა. კულიაკის პროვოკაციას დიდი აღშფოთება იმის გამოც მოჰყვა, რომ რუსი პოდიუმზე უკრაინელ ტანმოვარჯიშესთან, ილია კოვტუნთან, ერთად იდგა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა. ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა თავიანთი ქვეყნის დროშითა და სახელით აუკრძალა. სწორედ დროშის ადგილას დაიწება კულიაკმა ასო ,,Z''.
Russian Ivan Kuliak wore the letter Z on his chest during the Artistic Gymnastics World Cup in Doha. The Z is reportedly a symbol of support for Russia's invasion of Ukraine. (Kuliak won bronze in parallel bars. Ukraine's Kovtun Illia won gold.)https://t.co/iZ1Kb5RIUq pic.twitter.com/Qi6wGHMGHO — Rick Westhead (@rwesthead) March 5, 2022