Belive

რუიზთან რემატჩის წინ ტაისონი ენტონი ჯოშუას აფრთხილებს

4 წლის წინ სხვა
1 წთ
მაიკ ტაისონმა საკუთარი გამოცდილების გახსენებით, ენტონი ჯოშუა ენდი რუიზ უმცროსთან გასამართი რემატჩის წინ გააფრთხილა. ლეგენდარული მოკრივის მტკიცებით, ენტონი ჯოშუა ორთაბრძოლისთვის მენტალურად უნდა მოემზადოს. "მან შეცდომა დაუშვა, რაც ბრძოლის წაგების ფასად დაუჯდა. ჯოშუას შეუძლია რემატჩში გაიმარჯვოს, მაგრამ ამისათვის საკუთარი თავი უნდა გააკონტროლოს და მენტალურად მოემზადოს. მისი გონება ამ ბრძოლაზე უნდა გადაერთოს, ამ ყველაფერს საკუთარი ცხოვრება უნდა მიუძღვნას." "ის საკუთარ თავთან უნდა განმარტოვდეს. როდესაც სავარჯიშო პროცესს ვიწყებდით - მთებში, ყველასგან და ყველაფრისგან განმარტოვებით ავდიოდით. მხოლოდ შენ, ცხოველები და გარემო - ასეთ დროს, საკუთარ დემონებთან პირისპირ რჩები", - აღნიშნა მაიკ ტაისონმა.

სხვა სტატიები