ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა გიგა ჭიკაძემ კელვინ კატართან შეხვედრაში
2 წლის წინ
სხვა
1 წთ
დღეს გიგა ჭიკაძე კელვინ კატართან 5-რაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა, რაც ქართველი მებრძოლისთვის UFC-ში პირველი წაგება იყო. thesportsdaily-ის ინფორმაციით, ჭიკაძემ დღევანდელ შეხვედრაში სულ 111 000 დოლარი გამოიმუშავა – 55 000 დოლარი სანახაობის ბონუსი, 50 000 დოლარი დღის ბრძოლის ბონუსი, 6 000 დოლარი კი გარანტირებული თანხა (გიგას მეტოქემ, კელვინ კატარმა, 176 000 დოლარი მიიღო). კატართან წაგებამდე, გიგა ჭიკაძეს UFC-ში ზედიზედ 7 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.
Your FOTN honors without question 👏👏👏 [ @CalvinKattar @Giga_Chikadze | #UFCVegas46 | B2YB @ToyoTires ] pic.twitter.com/9tJHJcJUeT — UFC (@ufc) January 16, 2022