"რატომ უნდა შეხვდეს არმანს, როცა ისლამთან ან გეიჯისთან უფრო დიდი ჩხუბი ექნება" - ო'მალი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
შონ ო'მალიმ ახსნა თუ რატომ არ სურს ილიას არმანთან შეხვედრა. მისი თქმით, ცარუკიანი უბრალოდ არ არის საკმარისად 'დიდი', რომ თოფურიამ მისი დამარცხებით საკმარისი ყურადღება მიიღოს.
რთულია წარმოიდგინო ვინმე, ვინც ილიას დაამარცხებს. არმანს ნამდვილად აქვს შანსი, სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა. ახლა ილია მეგავარსკვლავია. ამიტომაც, რატო უნდა შეხვდეს არმანს, როცა შეუძლია ისლამს ან გეიჯის შეხვდეს. ისინი ბევრად დიდ ბრძოლას შესთავაზებენ. პადიც უფრო დიდი ჩხუბი იქნება. ასე რომ, ყველაფერი ილიაზეა დამოკიდებული თუ სად სურს წასვლა. ჩემი აზრით, ის ისეთი ბიჭია, რომელიც ყველაზე დიდ ბრძოლებს ეძებს. თოფურიას ისეთ ჩხუბებში უნდა მონაწილეობის მიღება, სადაც ყველაზე მეტ ყურადღებას მიიღებს და არმანი ასეთი არ არის. - თქვა შონ ო'მალიმ
Sean O'Malley reacts to Ilia Topuria saying he would VACATE the belt rather than fight Arman Tsarukyan... 👀
— OverDogs Podcast (@OverDogsPodcast) November 28, 2025
"Why fight Arman when you could fight Islam... or Gaethje? I feel like he's kind of past that. In his mind, it's not Arman right now." pic.twitter.com/cFWW7IdbGG
შეგახსენებთ, რომ ცარუკიანმა დენ ჰუკერი დაამარცხა და პირველი პოზიცია უფრო გაიმყარა. მიუხედავად ამისა, სომეხმა დროებით ტიტულზე ბრძოლის შანსი მაინც ვერ მიიღო. ვიდრე ილია "შვებულებაშია", დროებითი ქამრისთვის გეიჯი და პადი იბრძოლებენ.