Belive

"რთული ვარჯიშების ეტაპი დასრულდა" - დოლიძე იმავოვთან ბრძოლისთვის ემზადება

3 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, რომან დოლიძე მომავალ ბრძოლას ნასურდინ იმავოვის წინააღმდეგ გამართავს. მათი დაპირისპირება 4 თებერვალს არის ჩანიშნული. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა საღამოს მთავარი ბრძოლა იქნება.

ჩხუბამდე თითქმის ერთი კვირა დარჩა და მოსამზადებელი პერიოდი ნელ-ნელა იწურება. დოლიძემ საკუთარ Ingstagram გვერდზე ვიდეო სწორედ ამის შესახებ გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

A post shared by UFC Roman Dolidze (@romandolidze)

ნასურდინ იმავოვი საშუალო წონის რეიტინგში მე-11 პოზიციას იკავებს. ფრანგი ოქტაგონზე არც ისე წარმატებული სერიით ბრუნდება. კრის კერტისთან გამართული ბოლო ჩხუბი შედეგის გარეშე გამოცხადდა, რადგან მებრძოლები ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ. მანამდე სტირკლენდთან გამართული 5-რაუნდიან შეხვედრაში აშკარად დაიჩაგრა.

რომან დოლიძე ბოლოს რვაკუთხედში 19 მარტს გამოჩნდა და მარვინ ვეტორის წინააღმდეგ დამარცხდა. ქართველს UFC-ში 8 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 6 გამარჯვება მოიპოვა.

სხვა სტატიები