Belive

"ის ბევრ სისულელეს ლაპარაკობს" - ილია თოფურია ვოლკანოვსკიზე

2 თვის წინ სხვა
1 წთ

2024 წლისთვის ილიას ძალიან დიდი გეგმები აქვს.

UFC 298-ზე ქართველი "მატადორი" ქვემსუბუქი წონის ჩემპიონს ალექს ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრძოლა იქნება. აღსანიშნავია, რომ ბუკმეკერები ფავორიტად ალექსს მიიჩნევენ მაგრამ, ილია საკუთარი ძალებში დარწმუნებულია.

პირველი რაუნდის ნოკაუტს იხილავთ. ბევრ სისულელეს ლაპარაკობს. ის ამბობს, რომ ამ სპორტში დონეები არსებობს. მართალია, ამ სპორტში არსებობს დონეები და ამის შემდეგ მე ვარ. გაჩვენებთ რამდენად მაღლა ვდგავარ. ნებისმიერ ასპექტში დავჩაგრავ. მას ტომარას დავამსგავსებ. 17 თებერვალს ოქტაგონზე ვიცეკვებ. - განაცხადა ილიამ MMA Hour-თან საუბრისას

2023 წელს ვოლკანოვსკის კარიერაში რამდენიმე ჩავარდნა ჰქონდა. მან ორჯერ შეიცვალა წონა მსუბუქი წონის ქამრისთვის ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდა. ავსტრალიელი ორივე შემთხვევაში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლებს შორის ავსტრალიელმა დროებითი ჩემპიონის - იაირ როდრიგესის დამარცხებაც შეძლო და მის წონაში ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. ილია თოფურია თვლის, რომ მახაჩევთან ჩატარებულმა ჩხუბებმა ვოლკანოვსკის სუსტი მხარეები ძალიან კარგად გამოაჩინა.

თქვენ მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლს ესაუბრებით. მე ვარ საუკეთესო. ალექსი ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი დასახურების უგულებელყოფა არ შეიძლება. ვოლკანოვსკი ერთ-ერთ ყველზე დიდ დივიზიონს კარგა ხნის განმავლობაში ლიდერობდა. მე ვარ ის ბედნიერი კაცი, რომელიც 17 თებერვლას ალექსს ცუდ სიახლეს ეტყვის: ის დაბერდა. დროა ჩამომეცალოს. ახალი თაობის დროა. მან უკვე წააგო. ყველა ნიშანი მიიღო იმისთვის, რომ პენსიაზე გავიდეს. მას ჰქონდა თავისი მომენტები ამ სპორტში და ახლა დროა გზა სხვებს დაუთმოს. ახალი სისხლის დროა და მე წარმოვადგენ ახალ თაობას. მე წარმოვადგენ შერეული საბრძოლო ხელოვნების ევოლუციას. - ამბობს ილია

კარიერული რეკორდით 14-0, აქედან 12 დროზე ადრე გამარჯვება, თოფურიას თავდაჯერების საფუძველი ნამდვილად აქვს. ვოლკანოვსკისთან გამარჯვების შემდეგ, "მატადორს" დიდი გეგმები აქვს.

ვოლკანოვსკის ისე დავამარცხებ, რომ რევანშს არც კი შემომთავაზებენ. კონორ მაკგრეგორი - ეს არის მებრძოლი, რომლის წინააღმდეგაც შემდეგ მსურს ბრძოლა. ის ჯერ ჩენდლერს უნდა დაუპირისპირდეს. თუ მაიკლმა ძალიან არ სცემა, მასთან ოქტაგონს გაზიარება დიდი სიამოვნება იქნება. შეიძლება ესპანეთში ვიჩხუბოთ. რატომაც არა?! ორივე ევროპელები ვართ. მას შეუძლია ცოლს უთხრას, რომ ილია თოფურიამ გაამდიდრა. - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ ილიასა და ალექსის დაპირისპირება თბილისის დროით 18 თებერვალს გაიმართება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე საღამოს მერაბ დვალიშვილიც იბრძოლებს, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო იქნება.

სხვა სტატიები