Belive

"როცა მსაჯი შემეხო ვიფიქრე, რომ რაუნდი მორჩა" - მერაბ დვალიშვილი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალისთან გამართული საჩემპიონო ბრძოლა მერაბ დვალიშვილმა საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო. შეიძლება ითქვას, გულშემატკივარს სანერვიულო თითქმის არ ჰქონია. თუმცა, მეორე რაუნდის ბოლოს იყო პატარა მომენტი, სადაც ყველას ცივმა ოფლმა დაგვასხა. "მანქანამ" რამდენიმე წამით კონცენტრაცია დაკარგა, რაუნდის დასრულებამდე მეტოქე კონტროლიდან გაუშვა და კუთხისკენ გაემართა. ამ დროს ო'მალიმ დრო იხელთა და მერაბს ზურგიდან დარტყმები მიაყენა.

დვალიშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში აღნიშნული მომენტი დაწვრილებით აგვიხსნა.

მინდა ავხსნა რა მოხდა ბრძოლის მიმდინარეობისას, როცა ო'მალი კისრით მეჭირა. გავიგე რომ 10 წამი იყო დარჩენილი, ილეთის დასასრულებლად საკმარისი დრო არ მქონდა. ასე რომ, გადავწყვიტე ო'მალისთვის მეჩვენებინა თუ ვინ იყო ბრძოლაში მისი მამიკო და ზურგზე რამდენჯერმე ვაკოცე. როცა მსაჯი შემეხო ვიფიქრე შესვენების დრო იყო და ჩემი კუთხისკენ გავემართე. თუმცა, სამი წამი კიდევ იყო დარჩენილი. მსაჯი უბრალოდ მეუბნებოდა, რომ მისთვის კოცნა შემეწყვიტა. - წერს მერაბ დვალიშვილი

UFC-ის საერთო რეიტინგი დღეს განახლდა, სადაც მერაბმა სუპერმსუბუქ წონაში კუთვნილი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი P4P რეიტინგში მე-7 პოზიციაზე აღზევდა.

სხვა სტატიები