"მე ორი ქამარი მაქვს, თავად სად არის?" - ილია თოფურია პიმბლეტზე
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიამ პადი პიმბლეტის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. "მატადორმა" ის მომენტი გაიხსენა, როდესაც ერთ-ერთი ღონისძიების პრესკონფერენციაზე ურთიერთობა დაეძაბათ. ილიამ აღნიშნა, რომ მას პადიზე მეტი დამსახურება აქვს, თუმცა, მასთან სიამოვნებით იბრძოლებდა.
მახსოვს ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მითხრა, რომ ის მთავარ ქარდზე იბრძოლა, მე კი პრელიმებზე. ახლა ორი ქამარი მაქვს და თავად სად არის? ვინ არის პადი პიმბლეტი ახლა და რატომ იმსახურებს ჩემთან ბრძოლას? სიმართლე გითხრათ, ბრძოლას რომ ვირჩევდე მასთან ჩხუბს ავირჩევდი, რადგან მძულს. მოხარული ვიქნები ფანებს ეს ბრძოლა მივცე. ვფიქრობ, UFC-ში ნამდვილი ბრძოლა არ გინახავთ, სადაც ორ ადამიანს რეალურად უნდათ ერთმანეთთან ჩხუბი. - განაცხადა ილია თოფურიამ
Ilia Topuria goes OFF on Paddy Pimblett 😳
— Championship Rounds (@ChampRDS) June 13, 2025
“Who the f*** is Paddy Pimblett right now?… Honestly if I could choose a fight, I’d fight him because I hate him. He’s a pain in the ass.”
🎥 @ESPNDeportes #UFC317
pic.twitter.com/So7BS0tztm
შეგახსენებთ, რომ ილიას ბრძოლა მსუბუქი წონის ქამრისთვის აქვს ჩანიშნული. მისი მეტოქე ჩარლზ ოლივეირა იქნება. ეს ჩხუბი 29 ივნისს ლას ვეგასში შედგება.