"როცა ჩარლზი ზეწოლას გრძნობს ყოველთვის ნებდება" - მახაჩევი ოლივეირაზე
სულ ცოტა დრო რჩება ძალიან საინტერესო UFC-ის ღონისძიებამდე. 21 ოქტომბერს MMA-ს გულშემატკივარს ნანატრი რემატჩი ელის, სადაც ერთმანეთს ჩარლზ ოლივეირა და ისლამ მახაჩევი დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ ბრძოლა მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩატარდება. ამჟამად ჩემპიონის ტიტულს ისლამი ფლობს, რომელმაც ის ოლივეირას დამარცხების შემდეგ მოიპოვა.
სწორედ მოახლოებულ ორთაბრძოლაზე ისაუბრა მახაჩევმა და აღნიშნა, რომ ბრაზილიელ მეტოქეს მარტივად დაამარცხებს.
ბოლო ბრძოლაში დაზიანება არ მიმიღია. ჩარლზისგან ძალა საერთოდ ვერ ვიგრძენი. მას დავამტვრევ. როცა ჩარლზი ზეწოლას და ძალას გრძნობს ყოველთვის ნებდება. - ისლამ მახაჩევი
.@MAKHACHEVMMA is confident he will retain the lightweight title against Oliveira at #UFC294 😤 pic.twitter.com/QvMqLFJ4k6
— ESPN MMA (@espnmma) October 3, 2023
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ისლამთან ბრძოლის შემდეგ ოლივეირამ ბენილ დარიუშის წინააღმდეგ იბრძოლა. ბრაზილიელმა მისი მეტოქე პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. რაც შეეხება მახაჩევს. ოლივეირასთან ჩხუბის შემდეგ, ისლამი ვოლკანოვსკის დაუპირისპირდა, სადაც ავსტრალიელი საშინაო კედლებში დაამარცხა და მსუბუქი წონის ქამარი დაიცვა.
ჩარლზისა და ისლამი ბრძოლა UFC 294-ზე გაიმართბა, რომელსაც აბუ-დაბი უმასპინძლებს.