რომელ ადგილზეა საქართველო ოლიმპიადის საერთო ჩათვლაში?
საქართველომ ზამთრის ოლიმპიადებზე ისტორიული მედალი მოიპოვა - ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა, ფიგურულ ციგურაობაში (მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამით) ვერცხლის მედალი მიიღო. აქამდე, დამოუკიდებელი საქართველველოს ისტორიაში, ზამთრის ოლიმპიადებზე, ქართველს არცერთი სინჯის მედალი არ მოუპოვებია.
მილანსა და კორტინაში მიმდინარე თამაშებზე 92 ქვეყანა იღებს მონაწილეობას - 116 დისციპლინიდან 74 უკვე ჩატარდა და მედლის მოპოვება ჯერ მხოლოდ 26-მა ქვეყანამ შეძლო. ამ რეიტინგში საქართველო 23-ე ადგილს იკავებს და უსწრებს მაგალითად ისეთ ქვეყანას, როგორიც ფინეთია - ფინელებს ჯერ 3 ბრინჯაო აქვთ მოპოვებული.
რეიტინგს ნორვეგია ლიდერობს - 28 მედალი (12 ოქრო, 7 ვერცხლი, 9 ბრინჯაო), მეორე ადგილზე კი 23 მედლით მასპინძელი იტალიაა.
ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა შორის, მოკლე პროგრამით საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა დღეს გამოვა. ქალთა შეჯიბრებაში 29 სპორტსმენი მონაწილეობს, საიდანაც თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლებას 24 საუკეთესო მოიპოვებს.