Belive

რომან დოლიძეს ბრძოლა ჩაუნიშნეს | ქართველი 8 დღეში იჩხუბებს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

დღეს UFC-ში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მომავალ შაბათს, ლას ვეგასში, T-Mobile Arena-ზე, Pay-per-View ბარათზე, ენტონი სმიტს რომან დოლიძე დაუპირისპირდება. სმიტთან ბრძოლას გაურკვეველი მიზეზების გამო კარლოს უელბერგი ჩაეხსნა, ამიტომ მას დოლიძე ჩაანაცვლებს და ქართველს მოსამზადებლად 8 დღე აქვს.

MMA Fighting იტყობინებოდა, რომ დოლიძე იყო ულბერგის მთავარი შემცვლელი, მაგრამ არავინ ფიქრობდა, რომ ეს საჭირო გახდებოდა. ახლა, როგორც ჩანს, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია.

2022 წლის წარმოუდგენლად კარგი პერიოდის შემდეგ, სადაც რომანი 3:0-ზე გამარჯვებების სერიით მიდიოდა, რთული დროც დადგა. დოლიძე UFC 286-ზე მარვინ ვეტორისთან დამარცხდა. რასაც UFC Vegas 85-ზე, მთავარ ღონისძიებაში, ნასურდინ იმავოვთან მსაჯების გადაწყვეტილებით მარცხი მოჰყვა. ახლა ქართველისთვის რეაბილიტაციის შესანიშნავი შანსია.

სხვა სტატიები