Belive

"ოლივეირას შევხვდები თუ BMF-ის ქამარს ჩამოვა ან შემდეგ პირდაპირ ტიტულზე მაჩხუბებენ" - ცარუკიანი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

არმან ცარუკიანი ამბობს, რომ ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა არ აინტერესებს. ბრაზილიელთან რევანშს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ ჩხუბი BMF-სთვის იქნება ან შემდეგ პირდაპირ ტიტულზე გავა.

თუ BMF-ს ქამარზე არ ვიჩხუბებთ არ მინდა. სხვა შემთხვევაში ეს ბრძოლა ჩემთვის საინტერესო არაა. თუ UFC მეტყვის, რომ ეს ბრძოლა მჭირდება, რადგან ქამრისთვის რიგში შემდეგი მე ვარ, კი ბატონო. ოლივეირასთან ჩხუბს მხოლოდ ამ შემთხვევაში დავთანხმდები. - ამბობს არმან ცარუკიანი

შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანი მსუბუქი წონის მეორე ნომერია. მას შემდეგ, რაც ჯასტინ გეიჯიმ ილია დაამარცხა, პირველი ნომერი "მატადორი" გახდა, ჩემპიონი კი ჯასტინი. დიდია ალბათობა, რომ ქამრისთვის კვლავ ამ ორის რევანშს ვიხილავთ. რაც შეეხება არმანს, მის პოტენციურ ოპონენტად კვლავ ჩარლზი განიხილება.

სხვა სტატიები