Belive

რომან დოლიძე ლას ვეგასში ნასურდინ იმამოვთან იბრძოლებს

5 თვის წინ სხვა
1 წთ

რომან დოლიძემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლას ვეგასში მთავარ ღონისძიებაზე იბრძოლებს და მისი მეტოქე ნასურდინ იმამოვი იქნება. რომანმა ბოლოს მარტში იბრძოლა, სადაც მარვინ ვეტორთან დამარცხდა. დოლიძეს UFC-ში სულ 8 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 6 გამარჯვებით დაასრულა და საშუალო წონის რეიტინგში მე-7 ადგილზეა, მისი მომავალი მოწინააღმდეგე კი მე-12 ადგილს იკავებს.

დოლიძეს ამ წელს რამდენიმე ბრძოლა ჩაეშალა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მისი ბოლო მეტოქე სწორედ ნასურდინ იმავოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა მათი დაპირისპირება არ შედგა, ახლა კი უკვე ოფიციალურად, წინ დიდი ბრძოლაა.

View this post on Instagram

A post shared by UFC Roman Dolidze (@romandolidze)

სხვა სტატიები