Belive

რომან დოლიძე: "იმავოვი ქამრისთვის ბრძოლას იმსახურებს"

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მარვინ ვეტორის დამარცხების შემდეგ რომან დოლიძემ TOP 5-ის მებრძოლებთან შერკინება მოითხოვა. ქართველმა რობერტ უიტეკერი და ისრაელ ადესანია გამოიწვია.

ჩხუბის შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა რომანს ჰკითხა თუ რატომ არ გამოიწვია ნასურდინ იმავოვო.

მე სამართლიანი კაცი ვარ. იმავოვი ქამრისთვის ბრძოლას იმსახურებს. მან ამისთვის ბევრი გააკეთა და ახლა დამსახურებულად მისი ჯერია. თუ მექნება შესაძლებლობა მასთან კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვიბრძოლებ. ადესანიამ და უიტეკერმა საკუთარი ჩხუბები წააგეს. მათთან შერკინება უფრო რეალური და სამართლიანი იქნებოდა. - განაცხადა რომან დოლიძემ

როგორც მოგეხსენებათ, რომან დოლიძე ნასურდინ იმავოვთან ბრძოლაში დამარცხდა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ვეტორის დამარცხებით დოლიძემ TOP 10-ში ადგილი დაიბრუნა. ახლა ის საშუალო წონის დივიზიონში მე-9 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები