Belive

როგორც მოსალოდნელი იყო - ტედი რინერი მსოფლიო ჩემპიონატს ჩაეხსნა

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-19 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ამ წუთის მონაცემებით, მსოფლიო ჩემპიონატზე 6 კონტინენტისა და 93 ქვეყნის, 564 ძიუდოისტია რეგისტრირებული.

თავდაპირველად როდესაც საფრანგეთის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა, არ იყო ტედი რინერი, შემდეგ კი იგი მოგვიანებით დაემატა ნაკრებს და მან განაცხადა, რომ მზად იყო მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის - თუმცა რაღაცები არ იცვლება, ტედი რინერი კვლავ ჩაეხსნა მსოფლიო ჩემპიონატს და იგი მონაწილეობას არ მიიღებს.

შემადგენლობა

კაცები

  • 60 კგ - ლუკა მხეიძე, რომან ვალადირ პიკარი

  • 66 კგ - დაიკი ბოუბა, ვალიდ ხიარი

  • 73 კგ - ჟოან-ბენჟამინ გაბა

  • 81 კგ - არნო არეგბა

  • 90 კგ - მაქსიმ-გაელ ჰამბუ ნგაიაპი, ალექსის მათიუ

ეს ფაქტი სულ არ არის არც გასაკვირიდი და არც უცნაური, რადგან რამდენიმე დღის წინ თავად ლეგენდარულმა ფრანგმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან იდაყვის ოპერაციის შემდეგ სრულად ფორმაში შესვლა ვერ მოასწრო.

სხვა სტატიები