მსოფლიო ჩემპიონატი 2025 | დღე VI - ტატამზე ილია სულამანიძეს ვიხილავთ
13 ივნისიდან, უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 19 ივნისს ინდივიდუალური ასპარეზობით დასრულდება, 20 ივნისს კი მსოფლიო ჩემპიონატს გუნდური პირველობა დახურავს.
მეხუთე საშეჯიბრო დღეს ყველას უმაღლესი სინჯის მედლების მოლოდინი გვქონდა, თუმცა ლაშა ბექაური 1/8-ფინალში სენსაციურად დამარცხდა იტალიელ მეტოქესთან და ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა, ლუკა მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ასე და ამგვარად, V საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 მედალია (ოქრო - ეთერ ლიპარტელიანი, ვერცხლი - ტატო გრიგალაშვილი და ბრინჯაო - ლუკა მაისურაძე).
VI საშეჯიბრო დღეს კი ტატამზე მოქმედ ევროპის ჩემპიონს, პარიზის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონს - ილია სულამანიძეს ვიხილავთ.
100 კგ
ილია სულამანიძე B ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მას უნგრელი მეტოქე - ზსომბორ ვეგი ეყოლე.
უნგრული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, სულამანიძის სავარაუდო მეტოქე, ესპანეთის სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ქართველი, 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი - ნიკოლოზ შერაზადიშვილი იქნება.
1/4-ფინალში კი ილიას სავარაუდოდ, რუსი - მატვეი კანიკოვსკი შეხვდება.
1/16 ფინალი - ზსომბორ ვეგი (უნგრეთი)
1/8-ფინალი - ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)
1/4-ფინალი - მატვეი კანიკოვსკი (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია/რუსეთი)
1/2-ფინალი - ზელიმ კოტსოიევი (აზერბაიჯანი)
ფინალი - დოტა არაი (იაპონია).
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ილია სულამანიძეს მისი გამოსვლის დღეს დაბადების დღე აქვს და შეეცდება, რომ საკუთარი დაბადების დღე კიდევ უფრო ბედნიერი და ჯადოსნური გახადოს.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან დაიწყება.